ბერლინი (გერმ. Berlin) —
გერმანიის დედაქალაქი და ფართობითა და მოსახლეობით ყველაზე
დიდი გერმანული ქალაქი; ქალაქ-სახელმწიფო და ავტონომიური
უფლებების მქონე ფედერაციული მიწა.
არსებობის ისტორიის
მანძილზე ბერლინი მრავალი გერმანული სახელმწიფოებრივი
წარმონაქმნის დედაქალაქი იყო: ბრანდენბურგის სამარკგრაფო/სათავადო,
პრუსიის სამეფო, გერმანიის იმპერია და გერმანიის
დემოკრატიული რესპუბლიკა. 1990 წლის 3 ოქტომბრიდან ბერლინი
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დედაქალაქია.
ქალაქი მნიშვნელოვან
მაგისტრალურ კვანძს წარმოადგენს. ბერლინი მსოფლიოს
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური, კულტურული და
საგანმანათლებლო ცენტრია მრავალი უნივერსიტეტით, უმაღლესი
სასწავლებლით, კვლევითი დაწესებულებით, თეატრით, მუზეუმითა
თუ კულტურული ძეგლით..
Read more on Wikipedia > |